თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა მომღერალმა, უკრაინული Голос. Дети-ს გამარჯვებულმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე – კარნეგი-ჰოლში ფურორი მოახდინა.
ქართველი შემსრულებლის გამოსვლა კარნეგი-ჰოლის სცენაზე მომღერლის თაყვანისმცემლებმა მის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნეს.
კარნეგი-ჰოლში გამოსვლის გარდა ზაზარაშვილს კიდევ რამდენიმე კონცერტი აქვს დაგეგმილი. 25 სექტემბერს ის ნიუ-იორკის რესტორან LORD-ში გამოვა საღამოზე Meet Alexsandre Zazarashvili (შეხვდით ალექსანდრე ზაზარაშვილს), 27 და 28 სექტემბერს – ფილადელფიასა და ნიუ-ჯერსიში კონცერტებზე The Voices of Ukraine and Georgia.
უკრაინული ტელეშოუს ფინალში, სადაც ალექსანდრე ქართველ რობერტინო ლორეტად შერაცხეს, ნორჩმა ქართველმა ნინო ქათამაძის კომპოზიცია „ქუჩაში ერთხელ" შეასრულა და ფურორი მოახდინა.