ყვითელი ამბები

„ორსულობა ძალიან გიხდება“ – შორენა ბეგაშვილი ფეხმძიმობას მალავს?

საზოგადოებაში ვარსკვლავების შესახებ ჭორ-მართალი ელვის სისწრაფით ვრცელდება. საქართველოში ამ მხრივ ერთ-ერთი განთქმული სელებრითი შორენა ბეგაშვილია.
Sputnik

შორენა ბეგაშვილი მუდამ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. მისი შინაგანი სამყარო და გარეგნობა ერთმანეთთან ჰარმონიულ თანხვედრაშია და ამიტომ ცნობილ ვარსკვლავს ხშირად იწვევენ გადაცემებში – შორენას პირადი ცხოვრების, ულამაზესი შვილისა და კეთილმოწყობილი სახლის წყალობით რეიტინგებს ზრდიან. წლებია ბეგაშვილი ტელეეკრანებზე სხვადასხვა როლებში ჩნდება.

მსახიობის ინტიმურ როლებს, განსხვავებულ და მხატვრულ ფოტოსესიებს ან მორიგ სარეკლამო რგოლებს მამაკაცები და ქალბატონები თვალყურს თანაბარი ინტერესით ადევნებენ. აღსანიშნავია, რომ მრავალი ბრენდის სახის გამო კონკრეტულ კომპანიებს უამრავი მომხმარებელი ჰყავთ.

საზოგადოებისთვის ახალი არ არის, რომ პოპულარულ ქართველ მსახიობსა და ტელეწამყვანს 2013 წლიდან რუსეთში მოღვაწე შეყვარებული ჰყავს. მოტობაიკებით გატაცებული მამაკაცი ირაკლი ნანაძე აღმოჩნდა. ცნობილ მსახიობს სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე კონტრაქტორ კომპანიებს შორის ირაკლი ნანაძე ჰყავდა „დაფოლოვებული“.

რამდენიმე დღეა თაყვანისმცემლები გაოცებას ვერ მალავენ. შორენას გამოქვეყნებულ უახლეს ფოტოზე, სავარაუდოდ, წამოზრდილი მუცელი უჩანს. ქარიზმატული ტელეწამყვანის პირადი გვერდი კომპლიმენტებით იყო აჭრელებული, ახლა ამ ყველაფერს მილოცვებიც შეემატა. სოციალური ქსელის მომხმარებლები და შორენას გულშემატკივრები საკუთარ ემოციებს ვერ მალავენ. აი, რას წერენ ისინი: „ორსულობა მეც თქვენსავით შევნიშნე, ანუ ასეა და ძალიანაც კარგია...“; „შორენა, ორსულად ხარ?“; „რა ლამაზი ხარ!“; „ამ ფოტოზე ორსულს ჰგავს...“ მიუხედავად აჟიოტაჟისა, შორენა ბეგაშვილი ტაბლოიდებთან საჯარო კომენტარს არ აკეთებს. უცნობია, ნამდვილად ფეხმძიმედ არის საქართველოს სექს-სიმბოლო თუ ეს თაყვანისმცემლების მორიგი შეცდომაა.