საბურთალოზე ერთმანეთს ორი მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება პირველი არხი.

ვარკეთილში მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭი გადმოვარდა

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ორი მოტოციკლი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორივე მოტოციკლის მძღოლი დაშავდა. ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მას მოტეხილობები აღენიშნება.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გერმანულ ჰოსპიტალში გადაიყვანა.