ყვითელი ამბები

ვინ არიან ქართველი მოდელები, რომლებიც „დოლჩე და გაბანას“ ჩვენებაზე გამოვიდნენ – ფოტოები

მატილდა გვარლიანისთვის მაღალი მოდის პოდიუმზე დებიუტი შედგა.
Sputnik

მილანში „დოლჩე და გაბანას“ 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუს ჩვენებაზე ორი ქართველი მოდელი წარდგა. მატილდა გვარლიანისთვის მაღალი მოდის პოდიუმზე დებიუტი გაიმართა.

რაც შეეხება თათია ახალაიას, მისი საზღვარგარეთული კარიერა არცთუ ურიგოდ მიმდინარეობს.

ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე თათია ახალაია უკვე ოთხ ჩვენებაზე გამოვიდა.

ის უამრავ ჩვენებაში მონაწილეობს, პოდიუმზე „დოლჩე და გაბანასთვისაც“ გამოსულა და სხვა არანაკლებ აღიარებული ბრენდების ჩვენებებშიც მიუღია მონაწილეობა.