მსოფლიო დღეს

იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, ვის აქვს 80 წლამდე სიცოცხლის შანსი

როგორც იაპონიის გერონტოლოგიის ცენტრის პრეზიდენტმა ჰიდენორი არაიმ აღნიშნა კონფერენციაზე, სიარულის ტემპი კარგი ინდიკატორია კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის დასადგენად.
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. იაპონელმა გერონტოლოგებმა კვლევების საფუძველზე დაადგინეს, ვის შეუძლია მიაღწიოს 80 წლის ასაკს 100%-ით. კვლევების შედეგები ექსპერტებმა სამეცნიერო საზოგადოებას მოსკოვში გამართულ რუსულ-იაპონურ ღია კონფერენციაზე გააცნეს. 

სჯობს დალიოთ ხშირად და ცოტ-ცოტა, ვიდრე საერთოდ არ დალიოთ - იაპონელი მეცნიერების რჩევა

გავრცელებული ინფორმაციით, იაპონელი სწავლულები 1997 წლიდან სწავლობდნენ 60-დან 80 წლამდე ასაკის ადამიანების სიარულის სიჩქარეს და მის გავლენას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

მიღებული შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ ადამიანს დღეგრძელობის 100%-იანი შანსი აქვს იმ შემთხვევაში, თუ 70 წლის ასაკში წამში 1,5 მ სიჩქარით მოძრაობის უნარს ინარჩუნებს. იმ შემთხვევაში კი, თუ აღნიშნულ ასაკში ადამიანისთვის სიარულის ჩვეული ტემპი წამში მხოლოდ ნახევარი მეტრის ფარგლებშია, კიდევ 10 წელი სიცოცხლის შანსი მხოლოდ 15-35%-ს შეადგენდა – როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში.

როგორც იაპონიის გერონტოლოგიის ცენტრის პრეზიდენტმა ჰიდენორი არაიმ აღნიშნა კონფერენციაზე, სიარულის ტემპი კარგი ინდიკატორია კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის დასადგენად. მისი თქმით, რაც უფრო მაღალია ადამიანის მოძრაობის ჩვეული ტემპი, მით დიდხანს იცოცხლებს იგი.