დიდ დიღომში ავტოავარია მოხდა

დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. დიდ დიღომში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავტოავარიის შედეგად დაშავებული სომხეთის მოქალაქეები რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან

შემთხვევა ფარნავაზის ქუჩაზე დღეს მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.