საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმის ერთ რეისს აუქმებს

მატარებელი მოიხსნა მგზავრთნაკადის შემცირების გამო, რაც საკურორტო სეზონის დახურვას უკავშირდება
Sputnik

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ერთ სამგზავრო მატარებელს აუქმებს, ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის მოზიდვა – აჭარის მთავრობა ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის

რეისის გაუქმება უკავშირდება მგზავრების რიცხვის შემცირებას საკურორტო სეზონის დახურვის გამო. სამგზავრო მატარებელი, რომელიც რეისს ორივე მიმართულებით ასრულებდა, ორშაბათიდან აღარ ივლისს.

„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს უხდის მგზავრებს დისკომფორტისთვის და ყველა იმ პირს, ვინც 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნულ რეისზე შეიძინა  სამგზავრო დოკუმენტი, საშუალება აქვთ ბილეთები დააბრუნონ „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბილეთის საფასური 100% ანაზღაურდება  მომსახურეობის საკომისიოს ჩათვლით.