თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, ფონიჭალაში 14 წლის მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა, იუწყება პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა „ნიუ ჰოსპიტალის“ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმები აცხადებენ, რომ პირველადი ინფორმაციით, პაციენტს მოტეხილობები აღენიშნება. მოზარდს დამატებითი კვლევები უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.