ყვითელი ამბები

სულ სხვანაირი სალომე გოგიაშვილი - ნახეთ როგორ შეცვალა ტელეწამყვანი პლასტიკურმა ოპერაციებმა

Sputnik

ტელეწამყვან სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილს ოთხი შვილი ჰყავს - მაშო, ციბუკა, იკა და დუდა. როგორც სალომე ამბობს, დროს ყველაფრისთვის პოულობს, ბავშვებთან ურთიერთობასაც ახერხებს, მეუღლესთან განმარტოებასაც და ასევე საკუთარ ბიზნესზე ზრუნვასაც.

ტელეწამყვანის ცხოვრება განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გოგიაშვილმა „ნანუკას შოუში“ განაცხადა, როგორ დატოვა ყოფილმა ქმარმა ბავშვებთან ერთად ღია ცისქვეშ და პირწმინდად გაძარცვა.

ბოლო პერიოდში სალომემ გარეგნობაში კორექტივები შეიტანა. თავდაპირველად, ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, რაც ახალი ამბავი არ არის. ბევრი მიიჩნევს, რომ მის სახეს ეს ჩარევა ძალიან მოუხდა და დადებითად აფასებენ.

გარდა ამისა, ტელეწამყვანმა ტუჩების კორექციასაც მიმართა, რამაც ერთგვარი ტრანსფორმაცია მოახდინა. ბევრი აღნიშნავს, რომ ისეთ ფორმაშია, პატარა გოგოსაც კი შეშურდება.