როგორი ამინდი იქნება თბილისში ორშაბათს, 23 სექტემბერს

დედაქალაქში ორშაბათს მზიანი ამინდია მოსალოდნელი.
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ორშაბათს, 23 სექტემბერს მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მინიმალური ტემპერატურა ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით ჰაერი მაქსიმუმ 23 გრადუსამდე გათბება.

ქარი 5-10 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:46 საათზე ამოვა და 18:57 საათზე ჩავა.