სახელმწიფო ინსპექტორებს უფლებამოსილება გაეზარდათ

სამსახური საქართველოს მოქალაქეების პირად მონაცემებს დაიცავს
Sputnik

 

თბილისი,  20 სექტემბერი  — Sputnik.  საქართველოს პარლამენტმა  „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტში შესწორებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული უწყების თანამშრომლების უფლებამოსილების გაზრდას.

კერძოდ, კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უფლებას აძლევს ჩაატაროს გამოძიება და განახორციელოს ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობა. ამასთან დაკავშირებით, სამსახურში გაჩნდება ექსპერტ–კრიმინალისტისა და ოპერატიული თანამშრომლის თანამდებობა. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედება შეიძლება ოთხი თვით გადავადდეს

აღნიშნული ცვლილებების თანახმად, შემცირდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოადგილის საქმის პროკურორისადმი მიმართვის ვადა (20–დან 14 დღემდე). ასევე გაუქმდა კონკრეტული მტკიცებულებების შეტანის, სასამართლოსთვის მტკიცებულებების  სიის წარდგენის ვადა.

ინსპექტირების სამსახურში დაინერგება სტაჟირების სისტემა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ფუნქცია 2019 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება.

კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შესახებ 2018 წელს მიიღეს. ახალ უწყებას დაეკისრება პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორის ვალდებულებები და გარკვეული სახის დანაშაულის გამოძიება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ორგანო გამოიძიებს საქმეებს, რომელიც უკავშირდება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, წამების მუქარას, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების და ჩინოვნიკების, ასევე მათთან გათანაბრებულ პირთა მხრიდან დამამცირებელ მოპყრობას.

გარდა ამისა, ახალი საგამოძიებო ორგანოც კომპეტენციაში შევა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება/გადამეტების შემთხვევების გამოძიება, რომელიც ძალადობის ან იარაღის გამოყენებით არის ჩადენილი.