ყვითელი ამბები

„მაგ სახით ბიჭი შენ არ მოგწერს“ – ვის დაუპირისპირდა კესარია აბრამიძე

ხმაურიანმა ფოტომოდელმა კესარია აბრამიძემ სოციალური ქსელის მომხმარებლის კითხვას აგრესიით უპასუხა. ეპატაჟური და ბურუსით მოცული ცხოვრების მიუხედავად, ადამიანები კესოს მიმართ პოზიტიურად არიან განწყობილი. მიუხედავად ამისა, მის გარშემო პასუხგაუცემელი კითხვებიც არსებობს.
Sputnik

პირველი ქართველი ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც საკუთარ ორიენტაციაზე ხმამაღლა ისაუბრა, კესარია აბრამიძე აღმოჩნდა. საზოგადოება მას ძალიან კარგად იცნობს და ამაში მას სხვადასხვა გადაცემები უწყობენ ხელს. ცნობილი ფოტომოდელი სექსუალური და ექსტრავაგანტული გარეგნობით გამოირჩევა. კესარია აბრამიძე ექსპერიმენტებს არ უშინდება. პირიქით, ქალბატონებს თავის მოვლისა და ჩაცმულობის ხრიკებს უზიარებს.

მისი სოციალური ქსელით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. გამორჩეული სტილი, მოვლილი თმები და მუდამ მიმზიდველი ღიმილი იწვევს დიდ ინტერესს. როგორც ჩანს, კესარია უშუალობით გამოირჩევა, რადგან სოციალურ ქსელში დასმულ კითხვებს გულახდილად პასუხობს. ამ ბოლო დროს Instagram-ის მომხმარებლები და მისი ცხოვრებით დაინტერესებულები მეტად გაანებივრა. თითქმის ყოველდღე იყენებს სოციალური ქსელის ფუნქციას, რომლის მეშვეობით ფანები მრავალფეროვან კითხვებს უსვამენ.

კესარია აბრამიძის აგრესია ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოიწვია. კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩართულმა კესარიამ, სავარაუდოდ, მომხმარებლები შეაწუხა, რაზეც ერთ-ერთმა "ფოლოვერმა" მისწერა: „მე პირად სმს-ებს არ ვპასუხობ და კითხვებზე პასუხის გაცემა არ გეზარება?“, კესარიამ ვერ მოითმინა და სოციალური ქსელის მომხმარებელი შემდეგი პასუხით გაისტუმრა: „შენ 12 „ფოლოვერი“ გყავს და მინიმუმ მამიდამ ან დეიდამ მოგწეროს. აბა, ახლა მაგ სახით ბიჭი შენ არ მოგწერს და...“ კესარიას დამცინავმა დამოკიდებულებამ ბევრი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია.