„რა თქმა უნდა, იყო ერთეული გადაცდომები, რაზეც დევნა დაწყებულია. თუ 10 ადამიანის დაჭერა იქნება საჭირო, 10 ადამიანს დაიჭერენ, თუ 20 იქნება საჭირო, 20 ადამიანს დაიჭერენ. დღეს 18 ადამიანი ზის ციხეში იმიტომ, რომ ჩაიდინეს ძალადობა. მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას იმ ადამიანების წინაშე, ვინც აქციის შეწყვეტის დროს დაზარალდნენ. მათი დამზიანებლები არიან დაკავებულები“, – ამბობს გახარია.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც ორგანიზება გაუკეთეს აქციას და ტელევიზორის ეკრანებზე მოუწოდებდნენ ადამიანებს, ძალადობით შესულიყვნენ პარლამენტში.