წულუკიანი: წელს პენიტენციურ სისტემაში ცხრა პატიმარი დაიღუპა, 2011 წელს ეს რიცხვი იყო 140

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პენიტენციურ სამსახურზე საუბრობს.
Sputnik

„შეიძლება თამამად ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადმოიბარა ნაწამები ციხე, მოუარა და მიხედა პატიმარს. ჩვენ გვაქვს დღეს იმის ფუფუნება, რომ უკვე მივხედოთ ჩვენს სახელმწიფოს და თანამშრომლებს, რომლებიც პენიტენციურ სისტემაში არიან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის განცხადებით, წელს, დღევანდელი მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში ცხრა პატიმარი დაიღუპა. ეს რიცხვი 2011 წელს იყო 140, ხოლო 2018 წელს – 21. წულუკიანის თქმით, კლების თვალშისაცემი დინამიკა სახეზეა.