თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები კვირას, 22 სექტემბერს ბათუმში ნაწილობრივ ღრუბლიან ამინდსა და დღის პირველ ნახევარში ხანმოკლე წვიმებს პროგნოზირებენ
დღის მეორე ნახევარში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება და მზე გამოანათებს.
ჰაერის ტემპერატურა ღამით +13 გრადუსი, ხოლო დღისით 19 გრადუსი სითბო იქნება. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.
მზე ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ამოვა და 19:11 საათზე ჩავა.