საბურთალოზე სადარბაზოში მიტოვებული ჩვილი იპოვეს: დედამ წერილი დატოვა...

ახალშობილი ბიჭი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, კალათაში იყო მოთავსებული, სტუდენტმა იპოვა.
Sputnik

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ვაკე-საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე მიტოვებული ჩვილი იპოვეს, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შემთხვევა თბილისში გუშინ მოხდა.

ჩვილის ძებნა გრძელდება: ქალი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია

გავრცელებული ინფორმაციით, ჩვილი დაახლოებით ერთ თვემდე ასაკისაა. ახალშობილი ბიჭი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, კალათაში იყო მოთავსებული, სტუდენტმა იპოვა. კალათაში საბავშვო საფენები და დედის წერილიც იდო, რომელშიც ქალი წერდა, რომ მატერიალური პრობლემების გამო ბავშვის გაზრდის საშუალება არ აქვს, რადგან ოჯახმა და ნათესავებმა ზურგი აქციეს.

უწყების ინფორმაციით, ჩვილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.