საბედისწერო სამეცნიერო პიკნიკი: ქუთაისში კოლბის აფეთქების შედეგად ხუთი მოსწავლე დაშავდა

დაშავებული მოსწავლეები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისის ცენტრალურ ბაღში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკზე ხუთი მოსწავლე დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბავშვებმა დაზიანებები ქიმიური ლაბორატორიის ცდის ჩატარების დროს, სავარაუდოდ, კოლბის აფეთქების შედეგად მიიღეს.

დაშავებული მოსწავლეები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, მოსწავლეებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით ტარდება.