ოთო ნემსაძე: ამ მიზეზით ჩხუბი სულ მქონდა

მომღერალი ოთო ნემსაძე იხსენებს გორში გატარებულ ბავშვობას და იმას, რომ სკოლაში გარკვეული პიროვნებების მხრიდან უსიამოვნებები ჰქონდა.
Sputnik

„მაშინდელ სკოლაში ისეთი მენტალიტეტი არსებობდა, რომ აუცილებლად ბირჟაზე უნდა მდგარიყავი. საზღვრები რომ არა აქვთ და ისე მოქმედებენ, ასეთები შარს მდებდნენ ხოლმე, რადგან მათთან საერთო ენას ვერ ვნახულობდი. ამიტომ მეც გავლახულვარ და ისინიც გამილახავს“, – იხსენებს ოთო ნემსაძე სატელევიზიო გადაცემაში.

მომღერალი ამბობს, რომ „გორი არის ქალაქი, რომელმაც ყველაფერი მომცა, პირველი რიგში კი სითბო, რომელიც დღემდე დამყვება“.