ყვითელი ამბები

„გაქცევის პროგრამა ჩართული მაქვს, მაპატიეთ ყველამ...“ – მარი ნაკანი საქართველოს ტოვებს

ფოტოგრაფი მეორე ქორწინებაში იმყოფება და ორი ქალიშვილი – ლიტა და სოფო ჰყავს.
Sputnik

ფოტოგრაფი მარი ნაკანი Instagram-ზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ცხოვრებით ძალიან დაიღალა, დაკარგა იმედი, რომ რაიმე შეიცვლება და მზადაა სხვა ქვეყანაში წავიდეს საცხოვრებლად.

ფოტოგრაფი ფიქრობს, რომ საქართველოში განვითარებისთვის ადამიანს მცირე შესაძლებლობები აქვს, ამიტომ მოუწოდებს ახალგაზრდებს, რაც შეიძლება მეტი ენა ისწავლონ და სხვა ქვეყანაში წავიდნენ, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებენ.

„კიდევ ცოტახანს გავჩერდები თბილისში, კიდევ რაღაც პერიოდი ვასწავლი ფოტოგრაფიას, ვიცი ამით რამოდენიმე ადამიანს კიდევ დავაყენებ ფეხზე. მაგრამ საქართველოდან გაქცევის პროგრამა უკვე ჩართული მაქვს, ასე რომ მაპატიეთ ყველამ. 37 წლის ვხდები და პერსპექტივას ვერ ვხედავ საქართველოში. მივმართავ ახალგაზრდებს, ისწავლეთ რაც შეიძლება ბევრი ენა და მოხიეთ რაც შეიძლება უკეთეს ქვეყნებში. მთელი დრო სწავლაში დახარჯეთ, ცხოვრება ისედაც მოკლეა და ერთი“, – წერს ფოტოგრაფი.

ფოტოგრაფი მეორე ქორწინებაში იმყოფება და ორი ქალიშვილი – ლიტა და სოფო ჰყავს.