გახარია: მოსავალი დროულად უნდა დაბინავდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კახეთში მიმდინარე რთველზე საუბრობს.
Sputnik

„ჩვენთვის კარგად ცნობილია ის გამოწვევები, რაც კახეთში არსებობს. უკვე გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა შტაბის წარმომადგენლებთან, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული და ბატონმა ლევან დავითაშვილმა ეს ძალიან კარგად იცის", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბოლო მონაცემებით, კახეთში რთვლის დაწყებიდან დღემდე ფერმერებმა უკვე ჩააბარეს 41 ათასი ტონა „რქაწითელი“, 16 ათასი ტონა „საფერავი“, 2,8 ათასი ტონა „კახური მწვანე“ და სხვა ჯიშის ყურძენი.