ყვითელი ამბები

ვინ არის ქალი, რომელზეც ასლან აბაშიძემ 80 წლის ასაკში იქორწინა – ფოტოები

ორი წლის წინ აჭარის ყოფილი მეთაური მესამედ გახდა მამა — 2017 წლის 5 აპრილს ვაჟი ალექსანდრე შეეძინა.
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. აჭარის ყოფილი მეთაური ასლან აბაშიძე, რომელიც ახლა 81 წლისაა, ოფიციალურად მეორედ ცოტა ხნის წინ, 80 წლის ასაკში დაქორწინდა.

ორი წლის წინ აჭარის ყოფილი მეთაური მესამედ გახდა მამა — 2017 წლის 5 აპრილს ვაჟი ალექსანდრე შეეძინა, აცნობა „Sputnik-საქართველოს“ მისმა ნათესავმა როსტომ აბაშიძემ.

ასლან აბაშიძეს პირველი ქორწინებიდან მაგული გოგიტიძესთან, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა კიბოს დიაგნოზით, ორი შვილი ჰყავს – გიორგი და დიანა.

აჭარის ყოფილი ლიდერის ამჟამინდელი მეუღლე ანა 47 წლისაა. ასლან აბაშიძემ წარმოშობით სომეხი ქალბატონი ჯერ კიდევ ბათუმში გაიცნო, ხოლო საქართველოდან მოსკოვში წასვლისას თან წაიყვანა.