თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა.
Sputnik

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ავარია თამარაშვილზე - არის დაშავებული

ავტოსაგზაო შემთხვევა თამარაშვილის ქუჩაზე დღეს, დილით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ავტომობილში მყოფმა ორმა ახალგაზრდამ მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ერთ-ერთი დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.