თბილისში Coca-Cola-ს სათავო ოფისი გაქურდეს: დაკავებულია ოფისის თანამშრომელი

დაკავებულს ათ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ 38 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალად ედება კომპანია Coca-Cola-ს სათავო ოფისიდან 133 ათასი ლარის ქურდობა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ თანხა თანამშრომელმა ოფისის სეიფიდან 14 სექტემბერს მოიპარა. სამართალდამცველებმა დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომანქანის ჩხრეკისას მოპარული თანხა სრულად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დაკავებულს „დიდი ოდენობით ქურდობისთვის" ექვსიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.