ყვითელი ამბები

„რამდენი უნდა მოასწროს ქალმა...“ – შორენა ბეგაშვილი საყიდლებზე დადის – ფოტო

შორენა ბეგაშვილი საზოგადოებამ სექს-სიმბოლოდ წლების წინ აღიარა. ერთ-ერთი ეპატაჟური მსახიობი ინტიმურ სცენებს თავს არ არიდებს. ამის შემდეგ გაჩნდა ინტერესი მისი ცხოვრების მიმართ.
Sputnik

ყველასათვის ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი შორენა ბეგაშვილი ერთ-ერთ განსაკუთრებულად გემოვნებიან ქალად ითვლება. დახვეწილი ჩაცმულობის გარდა, მსახიობს საკუთარი სტილი აქვს და განსხვავებულ იმიჯს თავისუფლად იხდენს. ტელეწამყვანის მიმზიდველი, ცეცხლოვანი და სექსუალური გარეგნობა, გარდა თაყვანისმცემლებისა, ბევრი ბრენდის ყურადღებასაც იპყრობს.

სავსებით არ არის აუცილებელი, შორენამ ღრმა დეკოლტე, ტანზე გამოყვანილი ან უმოკლესი კაბა მოირგოს – მსახიობი ნებისმიერ სამოსში სექსუალურად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ სატელევიზიო სახეს რამდენიმე წელია ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებს, მამაკაცები ბეგაშვილის სოციალური ქსელების ოფიციალურ გვერდზე გამორჩეულად აქტიურობენ. ზოგი მას ტელეფონის ნომერს, შეხვედრას ან ქალიშვილ ევას გაცნობას სთხოვს, მაგრამ უფრო მეტი მას ცოლობას და დაოჯახებას სთავაზობს.

შორენა ბეგაშვილი ხშირად ჩნდება მოდურ წვეულებებზე, თავის მოვლის პროცედურებზე, თუმცა ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ თურმე მოდელი საყიდლებზე თავად დადის. მოდელი და ტელეწამყვანი Instagram-ის პირად გვერდზე ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ყიდულობს ერთ-ერთ სუპერმარკეტში პროდუქტებს.