პაციენტები კლინიკის დერეფნებში სათამაშო მანქანით დადიან – უჩვეულო გამოგონება – ვიდეო

ესპანეთსა და ამერიკაში მდებარე კლინიკების ქსელის EsSalud La Libertad-ის ხელმძღვანელობამ პატარა პაციენტებისთვის უჩვეულო წესი მოიფიქრა.
Sputnik

ჩვეულებრივ, ბავშვები, რომლებიც მშობლებს კლინიკაში მიჰყავთ, ხშირად ტირიან და ნერვიულობენ მოსალოდნელი პროცედურების გამო. ვიდეოში ნაჩვენებია ვითარება, როდესაც პაციენტი საოპერაციო ბლოკში სათამაშო მანქანით მიემგზავრება. მედიკოსები ფიქრობენ, რომ ეს პატარა პაციენტს დაძაბულობასაც უხსნის და მათთვის კლინიკის დერეფნებში მოგზაურობა საინტერესოც კი ხდება.