თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მოთამაშე, რაგბის კლუბ კიკეთის „იუნკერების" მორაგბე ბართლომე კალაძე ავარიის შედეგად დაიღუპა, ნათქვამია რაგბის კლუბ „აიას“ Facebook-გვერდზე.
როდის და სად მოხდა უბედური შემთხვევა, არ კონკრეტდება.
ახალგაზრდა სპორტსმენი საქართველოს რაგბის ახალგაზრდულ ნაკრებში ევროპის ჩემპიონი იყო.