საზოგადოებას ანუკი არეშიძის და კახი კალაძის დუეტი განსაკუთრებულად უყვარს. მათ გარშემო სკანდალები არ ვრცელდება და კარგად ჩანს, რომ ძალიან მეგობრული და თბილი ოჯახი აქვთ. ანუკი, საკუთარი საქმიანობის მიუხედავად, ბავშვებს დიდ დროს უთმობს, კახი კი განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს. სხვადასხვა ინტერვიუებში დიზაინერი ანუკი არეშიძე აღნიშნავს, რომ პატარა ნიკოლამ მათი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.
ცნობილია, რომ ანუკის სამი ვაჟი იტალიაში, კერძოდ, მილანში გაჩნდა, ხოლო ნიკოლა პარიზის ერთ-ერთ სამშობიაროში 3 კგ წონით დაიბადა. ორსულობის ბოლო დღეები თბილისის მერის მეუღლემ საფრანგეთსა და იტალიაში გაატარა, მასთან ერთად იყვნენ მისი და კახა კალაძის შვილები – ლევანიკო, კახი–უმცროსი და პატარა ვაჩე.
დიზაინერმა ორსულობისას 22 კილოგრამი მოიმატა, თუმცა ზედმეტი წონაც ძალიან მოიხდინა და ორსულობაშიც იდეალურად გამოიყურებოდა. კახის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ფოტოებს კი სოციალური ქსელის მომხმარებელი დიდი ყურადღებით და ინტერესით ათვალიერებს. ცოლ-ქმარს სხვადასხვა Instagram-გვერდი აქვთ შექმნილი. გარდა ულამაზესი შვილებისა, მათ მიკრობლოგზე შესვლა დიდ ესთეტიკურ სიამოვნებას მოგანიჭებთ. პატარა ნიკოლამ, როგორც ყოველთვის, დიდი მოწონება დაიმსახურა. ბიჭუნას ქვედა ყბაზე ორი კბილი ამოეჭრა, რის გამოც თაყვანისმცემლებმა ბაჭიას შეადარეს.