კრაზანის ნაკბენმა 65 წლის მამაკაცი იმსხვერპლა

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს გულის პრობლემები ჰქონდა.
Sputnik

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კრაზანის ნაკბენის გამო 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა სოფელ ნადაბურში გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ალერგიის საწინააღმდეგო ნემსის გაკეთებისას გარდაიცვალა. კრაზანამ მას კისრის არეში, არტერიაზე უკბინა.