„ვფიქრობთ, ჭავჭავაძის გამზირზე გავაგრძელოთ ეს სამუშაოები, თუმცა რადგან საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, გვინდა ვკითხოთ ადგილობრივ მოსახლეობას, თბილისელებს – გავაგრძელოთ წელს ეს პროექტი და მივიყვანოთ ბოლომდე, ვაკის პარკამდე, თუ შევწყვიტოთ სამუშაოები თაქთაქიშვილის ქუჩამდე და გაზაფხულზე განვაახლოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განმარტებით, გაიხსნა ჭავჭავაძის გამზირის ერთი მონაკვეთი, სადაც მოძრაობა ცალმხრივად აღდგა.