„ამ საღამოს შევხვდეთ? “ – ადამიანურად მოსაუბრე თუთიყუშების დიალოგი ინტერნეტსივრცეს იპყრობს

სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც თუთიყუშები საუბრობენ.
Sputnik

ჩვეულებრივ, ეს ფრინველები ერთმანეთთან დიალოგში არ შედიან ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ფრინველები გაზეპირებულ წინადადებებს ამბობენ – „ამ საღამოს შევხვდეთ“, „მიყვარხარ“, „დილა მშვიდობისა“, „ბოდიში“, ყველას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ისინი ერთმანეთს ესაუბრებიან, რაც ძალიან სახალისოა.