თბილისში მაღაზია „ზუმერი" გაქურდეს

ჯერჯერობით უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა.
Sputnik

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. პეკინის გამზირზე მაღაზია „ზუმერის" გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

უცნობმა პირებმა თბილისში iTechnics-ის მაღაზია გაქურდეს

შემთხვევა თბილისში დღეს, დილით მოხდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ.

ჯერჯერობით უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა.

წინასწარი ინფორმაციით, დამნაშავეები მოზარდები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან.

მომხდარ ფაქტზე აღიძრა საქმე სსკ-ის 177-ე მუხლით („ქურდობა“).