„საქართველოს ეკონომიკამ საკმაოდ მაღალი ხარისხის მდგრადობა გამოავლინა. შეხვედრის დროს კურსის თემაც ერთ-ერთი მთავარი თემა იყო და ისინიც მიიჩნევენ, რომ ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ ჯანსაღია და ფუნდამენტური ფაქტორები არის მდგრადი. შესაბამისად, აქაც ველოდებით გაუმჯობესებას“, – ამბობს ივანე მაჭავარიანი.
მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმ საგარეო შოკებისა, რაც ქვეყანამ ბოლო პერიოდში მიიღო, სავალუტო ფონდის წარმომადგენლები საქართველოს ეკონომიკას დადებითად აფასებენ.