ყვითელი ამბები

როგორ გამოიყურებოდა ბავშვობაში დემნა გვასალია – ფოტო

დემნა გვასალია 1981 წელს სოხუმში დაიბადა. 17 წლისა სასწავლებლად ანტვერპენში წავიდა და ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა.
Sputnik

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილამ“ მსოფლიოში ცნობილი ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას ბავშვობის ფოტო მოიპოვა. სურათი სოხუმის კომაროვის სკოლაშია გადაღებული, სადაც მეოთხეკლასელი დემნა თანაკლასელებთან ერთად არის აღბეჭდილი.

დემნა გვასალია 1981 წელს დაიბადა სოხუმში. 17 წლის ასაკში სასწავლებლად ანტვერპენში წავიდა და ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა. აქედან იწყება დიზაინერის წარმატება, რომელიც დღეს უკვე „ბალენსიაგას“ მთავარი დიზაინერი და Vetements-ის დამაარსებელია. ეს უკანასკნელი კომპანია მან ამ დღეებში დატოვა.

2016 წელს გამოცემა Business of Fashion-მა დემნა გვასალია წლის პერსონად აღიარა. 2016 წლის Fashion Awards-ის დაჯილდოებაზე კი მან წლის მზა ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო აიღო, ხოლო Vetements გახდა წლის საერთაშორისო ქალაქური ლუქს-კლასის ბრენდი.