მსოფლიო დღეს

დონალდ ტრამპი: აშშ საუდის არაბეთს დაცვას არ დაპირებია

საუდის არაბეთმა, მას შემდეგ, რაც გასულ შაბათს მის ნავთობობიექტებს უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეუტიეს, განაცხადა, რომ წარმოება შეამცირა და დღე-ღამეში 9,8 მლნ ბარელის ნაცვლად 5,7 მლნ ბარელზე ჩამოვიდა.
Sputnik

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. შეერთებული შტატები საუდის არაბეთს დაცვას არ დაპირებია, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და წამოაყენა წინადადება, დაიწყოს მოლაპარაკებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.  

15 მლრდ დოლარი: ირანი ბირთვულ შეთანხმებაზე დაბრუნების პირობებს აყენებს

ჟურნალისტების შეკითხვაზე, მისცა თუ არა დაცვის პირობა აშშ-ის ერთ-ერთ უმთავრეს მოკავშირეს ახლო აღმოსავლეთში, ტრამპმა განაცხადა:  

„არა, ამას მე საუდიტებს არ დავპირებივარ... ჩვენ უნდა დავსხდეთ და შევიმუშაოთ [გადაწყვეტილება]“.

საუდის არაბეთმა, მას შემდეგ, რაც გასულ შაბათს მის ნავთობობიექტებს უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეუტიეს, განაცხადა, რომ წარმოება შეამცირა და დღე-ღამეში 9,8 მლნ ბარელის ნაცვლად 5,7 მლნ ბარელზე ჩამოვიდა. აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთი ნავთობის სამიდან ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი და ექსპორტიორია. 

აღსანიშნავია, რომ მეამბოხე ჰუსიტებმა, რომელთა წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციას საუდის არაბეთი უდგას სათავეში, განაცხადა, რომ ნავთობობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა მათ განახორციელეს. მიუხედავად ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ იემენიდან შეტევის განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს და მან იერიშში უშუალოდ ირანი დაადანაშაულა. თეირანი, თავის მხრივ, ბრალდებებს უარყოფს.