დატბორილი ესპანეთი – გამანადგურებელი წყალდიდობის ფოტოები

Sputnik

ძლიერმა წვიმამ ესპანეთში წყალდიდობა გამოიწვია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში დატბორილი ქუჩებისა და სახლების სურათები.

ესპანეთსა და პირენეის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთს ციკლონმა გადაუარა. წვიმას თან ახლდა ძლიერი ქარი. უწყვეტი ნალექის გამო მდინარეები გადმოვიდა კალაპოტიდან, დასახლებული პუნქტები დაიტბორა, საავტომობილო გზები და რკინიგზა გადაკეტილია.

მაშველებმა ასობით ათასი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. დაშავებულები ჩამოყავდათ სახლების სახურავებიდან. ასეთი ძლიერი წყალდიდობა აქ ბოლო ასი წლის განმავლობაში არ ყოფილა.

 

1 / 12
ესპანეთში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო წყალდიდობა მოხდა
2 / 12
განსაკუთრებით დაზარალდა ვალენსია, მურსია, ალიკანტე, ალმერია და ალბასეტე
3 / 12
ძლიერი წვიმის გამო მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა
4 / 12
ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარ წყალდიდობას მინიმუმ ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
5 / 12
მდინარეებმა დატბორა დასახლებული პუნქტები, საიდანაც ასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა
6 / 12
დატბორილი სახლებიდან ხალხი სახურავებზე ძვრებოდა
7 / 12
ასეთი ძლიერი წყალდიდობა აქ ბოლო ასი წლის განმავლობაში არ ყოფილა
8 / 12
მაშველები დატბორილ ქუჩებზე ეძებდნენ ხალხს, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებოდათ
9 / 12
წყალმა გზები და გვირაბები დატბორა
10 / 12
სტიქიური უბედურების შედეგად დაიკეტა ორი საერთაშორისო აეროპორტი
11 / 12
ქუჩებსა და რკინიგზაზე პარალიზებულია მძრაობა
12 / 12
სასწავლო დაწესებულებებში გაუქმებულია გაკვეთილები