საქართველოში ჰოლივუდური ფრანშიზის „ფორსაჟის“ გადაღებები გრძელდება. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალა, თუ როგორ მიმდინარეობდა გადაღებები თბილისის ცენტრში.
ამერიკელები ფილმის ეპიზოდებს საქართველოში რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად იღებენ. გასულ კვირაში გადაღებები მიმდინარეობდა თავისუფლების მოედანზე, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებზე.
„ფორსაჟის“ გადაღებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის Cash Rebate ანუ „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს იმ თანხის 25%-ის უკან დაბრუნებას, რომელიც ფილმის საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებაში დაიხარჯა.
„ფორსაჟი“ (The Fast and the Furious) — ამერიკული მედიაფრანშიზა, რომელიც ახლა რვა სრულმეტრაჟიანი სერიისგან და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმისგან შედგება. პროექტი 2001 წელს დაიწყო და სტუდია Universal-ის ყველაზე შემოსავლიან ფრანშიზად იქცა – მისმა ჯამურმა შემოსავლებმა მთელი მსოფლიოდან 5,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.