ვირტუოზი ქართველი პიანისტი თბილისში კონცერტს გამართავს

მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ახალგაზრდა პიანისტი თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს გაახარებს.
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ახალგაზრდა ქართველი პიანისტის ანა ყიფიანის სოლო კონცერტი 27 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

საღამოზე სტუმრები მოისმენენ ყიფიანის მიერ შესრულებულ რობერტ შუმანის, სერგეი პროკოფიევისა და სხვა მუსიკოსების ნაწარმოებებს.

პიანისტის განცხადებით, პარიზში გადასვლამდე მან სპონტანურად გადაწყვიტა დედაქალაქში სოლო კონცერტის გამართვა.

ვირტუოზი ქართველი პიანისტი თბილისში კონცერტს გამართავს

ანა ყიფიანი 25 წლისაა. იგი დიდი ბრიტანეთის სამეფო მუსიკალური კოლეჯის კურსდამთავრებულია. მანამდე კი პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია დაასრულა (ელისო ვირსალაძის კლასი).

მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, გოგონა მრავალი ჯილდოს მფლობელია – გაიმარჯვა ვლადიმირ კრაინევის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში, ვერბიეს მუსიკალურ ფესტივალსა და არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში.