ზურაბიშვილი: წარსული თუ წარსულში რჩება, ის მკვდარია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თეთრწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გახსნა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
Sputnik

„ეს ძალიან მაგარია იდეაა, რადგან თეორიული იდეა – როგორ დავიცვათ, გადავარჩინოთ კულტურული მემკვიდრეობა – დღეს გაცოცხლებულია. წარსული თუ მხოლოდ წარსულში რჩება, ის უკვე ნახევრად მკვდარია, მაგრამ მისი გაცოცხლების მომენტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ფორუმი პირველად გაიხსნა. ფორუმი მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის საქმეში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნეს-სექტორის დაინტერესებასა და გააქტიურებას.