ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ტურნირზე მეორე ნომრადაა განთესილი

ტურნირის გამარჯვებული 250 სარეიტინგო ქულას მოიპოვებს.
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი (მე-17 პოზიცია АТР-ს რეიტინგში) ნიკოლოზ ბასილაშვილი АТР 250 სერიის Moselle Open-ის საჩოგბურთო ტურნირზე, რომელიც საფრანგეთის ქალაქ მეცეში 16 სექტემბერს აიღებს სტარტს, მეორე ნომრადაა განთესილი.

საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები დევისის თასზე საკუთარი ლიდერის გარეშე ითამაშებს

ქართველი სპორტსმენის წინ მხოლოდ ბელგიელი დავიდ გოფენია, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-14 ადგილს იკავებს.

გასულ წელს ბასილაშვილი ტურნირის მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც იაპონელ კეი ნისიკორისთან წააგო სამ სეტში – 3:6, 6:4, 4:6. ეს ნიშნავს, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა 45 სარეიტინგო ქულა აუცილებლად უნდა დაიცვას.

მეცეში გამართული ტურნირის გამარჯვებული 250 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს და თუ ამას ბასილაშვილი გააკეთებს, იგი მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების სიაში მე-14 ადგილზე გადაინაცვლებს.

Moselle Open-ი 22 სექტემბრამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 524 ათასი ევროა, მოქმედი გამარჯვებული კი ფრანგი ჟილ სიმონია.