ყვითელი ამბები

ნინი ბადურაშვილი და ნასვამი კანის მერი –გიორგი ჩიკვაიძე იახტიდან სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

მომღერალი ნინი ბადურაშვილი საფრანგეთში, კანში დედასთან ეკა კახიანთან და მეგობარ ბიზნესმენთან გიორგი ჩიკვაიძესთან ერთად ისვენებს.
Sputnik

ვიდეოში ჩანს, როგორ ერთობიან იახტაზე ნინი ბადურაშვილი და გიორგი ჩიკვაიძე უცხოელ მეგობრებთან ერთად. წვეულებას კანის მერიც ესწრება, რომელიც საკმაოდ მხიარულად გამოიყურება.

გიორგი ჩიკვაიძე და ნინი ბადურაშვილი ამ ზაფხულს საფრანგეთში მეორედ არიან ერთად. წინა ვიზიტის დროს ისინი საქმიან მოლაპარაკებებზე იმყოფებოდნენ და დასვენებაც მოახერხეს, ამჯერად კი დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც გიორგი ჩიკვაიძის კომპანია გახდა საუკეთესო. დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც საფრანგეთში ჩატარდა, ნინი ბადურაშვილმაც იმღერა.