ექინაცეა: ინდიელების „ოქროს ყვავილი" – ნომერი პირველი იმუნიტეტის ასამაღლებლად

ექინაცეა მკურნალობს იმუნიტეტის დაქვეითებას, აბრკოლებს ინსულტისა და ინფარქტის განვითარებას, აქვს კანის რეგენერაციის უნარი, გამაახალგაზრდავებელი მოქმედება, მალე ახორცებს ჭრილობებს, იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
Sputnik

ექინაცეა (Echinacea) მრავალწლოვანი მცენარეა ასტრისებრთა ოჯახის. მისი ლათინური დასახელება მოდის ბერძნული სიტყვიდან echinatus – „ეკლიანი". ყველაზე შესწავლილი და ცნობილი სახეობაა მეწამული ექინაცეა (Echinacea purpurea). აქტიურად გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, ფარმაკოლოგიასა და დეკორატიულ მებაღეობაში.

სატაცურის სასარგებლო თვისებები

ექინაცეას სამშობლოა ჩრდილოეთ ამერიკა. ინდიელები მას „ოქროს ყვავილსა" და „დაისის მზეს" უწოდებდნენ და უძველესი დროიდან იყენებდნენ ჭრილობების, ჩუტყვავილის, სეფსისის, სიფილისის, კიბოსა და გველის ნაკბენის დროს. ევროპაში მე-17 საუკუნეში შემოვიდა. XX საუკუნეში მეცნიერებმა მცენარის სამკურნალო თვისებები აღმოაჩინეს და დაიწყეს მისი მოყვანა.

ექინაცეას ყვავილები, ფესვები და ფოთოლი სხვადასხვა პრეპარატის (240-ზე მეტი) წარმოებას დაედო საფუძვლად, როგორიცაა ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, შარდმდენი, ანტიალერგიული, იმუნომოდულირების, ბაქტერიციდული, ანტირევმატული. განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება ექინაცეა რესპირატორულ ვირუსებთან და იმუნიტეტის დაქვეითებასთან საბრძოლველად ბავშვებში.