თეთრიწყაროში მამაკაცი დენის დარტყმით გარდაიცვალა

მამაკაცს დენმა თევზაობისას დაარტყა
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. თეთრიწყაროში თევზაობისას მამაკაცი გარდაიცვალა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ზესტაფონში სამი ადამიანი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა >>

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი თევზაობისას თვითნაკეთი დენის აპარატს იყენებდა, რა დროსაც მას დენმა დაარტყა.