თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. უკვე ჩვევად იქცა ის, რომ თბილისის მერი და ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე ქართული საზოგადოებისთვის საინტერესოა არა მხოლოდ მერის პირდაპირი მოვალეობების კუთხით, არამედ იმითაც, რაც ეხება მის სტილს, მისი დიდი ლამაზი ოჯახის ყველა წევრს და თუნდაც იმით, თუ რა მუსიკას უსმენს საკუთარ მანქანაში.
როგორ მონათლეს პატარა ნიკოლა კალაძე - ანუკი არეშიძე ვიდეოს აქვეყნებს >>
ბოლო დღეებში სწორედ კალაძის მუსიკალური გემოვნება იქცა მისი თაყვანისმცემლების განხილვის საგნად. საქმე ისაა, რომ ამ დღეებში თბილისის მერმა Instagram-ის სთორიზში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის ღამის ქალაქის ქუჩებში მანქანით დადის.
კადრში, სხვა კომპოზიციებთან ერთად, ჟღერს უკრაინული ჯგუფ „სოკოების" (Грибы) გახმაურებული ჰიტი „ყინული დნება" (Тает лед) (ამჟამად კოლექტივის სახელწოდებაა Grebz), იუწყება ქართული მედია.
სიმღერა „ყინული დნება" 2017 წელს გამოვიდა. ერთდროულად გაიმართა სიმღერის კლიპის პრეზენტაცია, რომელმაც ვირუსული პოპულარობა მოიპოვა და პირველ ორ კვირაში YouTube-ზე 20 მილიონზე მეტი ნახვა შეაგროვა.
სიმღერა ასევე სწრაფად გახდა წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რუსულენოვანი კომპოზიცია და ორ კვირაში 10 ქვეყნის iTunes Store-ს ჩარტების სათავეში მოექცა, ასევე გახდა ყველაზე პოპულარული ტრეკი „იანდექს.მუსიკა“-ზე, Google Play-ზე, Deezer-ზე და სხვ.
კახა კალაძე თბილისის მერად 2017 წლის ბოლოს აირჩიეს. მანამდე ის იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი. წარსულში კალაძე წარმატებული ფეხბურთელი იყო, იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ მოთამაშე.