ყვითელი ამბები

„მისია უკვე შევასრულე...“ – დემნა გვასალია VETEMENTS-ს ტოვებს

VETEMENTS-ი დემნა გვასალიამ 2014 წელს დააფუძნა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მისი ძმა გურამ გვასალიაა.
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია VETEMENTS-ს ტოვებს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში Demna Gvasalia Daily-ზე გამოქვეყნდა. დემნა გვასალია აცხადებს, რომ VETEMENTS-ი იმიტომ დაიწყო, რომ მოდა მობეზრებული ჰქონდა, თუმცა თვლის, რომ მისია უკვე შეასრულა და ახალ პროექტზე მუშაობას იწყებს.

რუსი ქორეოგრაფი ჯენიფერ ლოპესის კონცერტზე დემნა გვასალიას ქურთუკით გამოჩნდა

„დემნა აგრძელებს „ბალენსიაგაში“ მუშაობას და ახალ კოლექციას 29 სექტემბერს გვაჩვენებს (დემნა არ ტოვებს „ბალენსიაგას“, ტოვებს მხოლოდ VETEMENTS-ს!) პარალელურად იწყებს ახალ პროექტზე მუშაობას, რომელიც VETEMENTS-სგან დამოუკიდებელი იქნება. VETEMENTS-ში რჩება დემნას ძმა გურამი და ის უახლოეს მომავალში დააანონსებს ახალ თანამშრომლობას ბრენდებთან, თუმცა დღეიდან დემნა აღარ იქნება VETEMENTS-ის მთავარი დიზაინერი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

„ერთი ზარიც საკმარისია“: დემნა გვასალიამ სელინ დიონს „ოკეანის გული“ დაუბრუნა >>>

დემნას მადლობას ვუხდით გასული 5 წლისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ „ბალენსიაგაში“ და ახალ წამოწყებაში“, – აღნიშნულია Demna Gvasalia Daily-ს გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

VETEMENTS-ი დემნა გვასალიამ 2014 წელს დააფუძნა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მისი ძმა გურამ გვასალიაა. დემნა გვასალია ასევე ცნობილი მოდის სახლის Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელია.