ყვითელი ამბები

ანუკი არეშიძე „საცობიდან“ ვიდეოს აქვეყნებს – რამ შეაწუხა დიზაინერი

თბილისის მერს და დიზაინერს ოთხი შვილი ჰყავთ, რომელთაგან ორი სკოლაში დადის.
Sputnik

თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე, როგორც ჩანს, დღეს დილით თბილისის ქუჩებში შექმნილმა „საცობმა“ შეაწუხა. დიზაინერი Instagram-ის „სთორიში“ ვიდეოს აქვეყნებს.

დღეს თბილისის სკოლებსა და ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყო, ალბათ ამას უკავშირდება ის ფაქტი, რომ დიზაინერი „საცობში“ მოჰყვა, რადგან კალაძეების უფროსი ვაჟები ბუბუ და ბიბი სკოლაში, ვაჩე კალაძე კი ბაღში დადის.

ოჯახი წყნეთში ცხოვრობს. გასული წლის სექტემბერში თბილისის მერს კახა კალაძესა და მის მეუღლეს ანუკი არეშიძეს ვაჟი – ნიკოლა შეეძინათ. ის წყვილისთვის მეოთხე ვაჟია. პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძე 12 წლისაა, მეორე – კახაბერ კალაძე – 7 წლის, ვაჩე კალაძე კი – 5-ის.