რუსეთის ქალაქ ტვერში 11 სექტემბერს სიფხიზლის დღე აღნიშნეს. ამ თარიღთან დაკავშირებით, მართლმადიდებელმა მღვდლებმა ქალაქს გადაუფრინეს და 70 ლიტრი ნაკურთხი წყალი ჰაერიდან აპკურეს
როგორც მღვდლები განმარტავენ, ამ რიტუალის მიზანი ქალაქის ალკოჰოლიზმისაგან გათავისუფლებაა. „ჩვენ 2006 წლიდან დავფრინავთ ამ მიზნით, ასე რომ ჩვენი ეს ქმედება უკვე ერთგვარი რელიკვიაა“ - ამბობს მამა ალექსანდრე გორიაჩევი.