გაუპატიურების მცდელობა ქუთაისში - მოძალადე დაკავებულია

მამაკაცი ბინაში გაზის კომპანიის თანამშრომლის სახელით შევიდა, რა დროსაც 21 წლის ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა.
Sputnik

თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე 21 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა, იუწყება ქართული მედია.

ოჯახში მოძალადეებზე შესაძლოა ელექტრონული მონიტორინგი ამოქმედდეს

შემთხვევა შაბათს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ბინაში გაზის კომპანიის თანამშრომლის სახელით შევიდა, რა დროსაც ახალგაზრდა ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა. პოლიციამ კაცი გაუპატიურების მცდელობის გამო ცხელ კვალზე დააკავა. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.