დათო დარჩია: ქართველი მსახიობი ქალი ინტიმური სცენის დროს გეუბნება: არ მომკიდო, არ შემეხო!

დათო დარჩია ქართველი მსახიობების მიერ ფილმებში არაპროფესიონალურად შესრულებულ სასიყვარულო სცენებზე საუბრობს.
Sputnik

„თქვენ გინახავთ უცხოური ფილმი, სადაც არ იქნება კოცნა?- მე არა, მაგრამ ამას ისე ვუყურებთ როგორც ჩვეულებრივ სცენას. ჩვენთან კი როცა აქ ასეთი რამ ხდება ეგრევე ყველა იძაბება, ამიტომ ის კოცნაც არარეალურია. იმიტომ, რომ იქ მას ბიძაშვილი ან ძმა უყურებს, ან ქმარი და ეს უკვე კატასტროფაა! თუ ამ მხრივ რამე არ შეიცვალა, სულ ასეთ დაბალ დონეზე ვიქნებით. თეატრი ბევრად მაღლა დგას კინოზე.“

დათო დარჩია- თეატრისა და კინოს მსახიობი. 1994 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში თამაშობს. 1995 წელს მიიღო პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. აღსანიშნავია მისი როლები ფილმებში: „წარსულის აჩრდილები“, „სისხლიანი სცენარი“, „კომპლექსი“, „ჯართოსანი“ და სხვ. ასევე შესრულებული აქვს როლები ტელესერიალებში: „ცხელი ძაღლი“, „თენდება გვიან“, „წვრილვარსკვლავთა ღამე“, „ასა“, „ჩემი ცოლის დაქალები“ და სხვ.