მსოფლიო დღეს

ბარსელონაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს - ვიდეო

დაკავებულები საცხოვრებელ სახლებს წინასწარ არჩევდნენ და მეპატრონეების დასასვენებლად გამგზავრების შემდეგ ძარცვავდნენ.
Sputnik

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში პოლიციამ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი საქართველოს სამი მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავა, იუწყება პირველი არხი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.

დაკავებულები ბინების გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილები, მათი ასაკი კი 33-დან 48 წლამდე მერყეობს.

კატალონიის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულები საცხოვრებელ სახლებს წინასწარ არჩევდნენ და მეპატრონეების დასასვენებლად გამგზავრების შემდეგ ძარცვავდნენ.

პოლიციამ დაადგინა ის სახლები, რომლებიც სავარაუდოდ ეჭვმიტანილებმა გაძარცვეს. ამოღებულია ასზე მეტი მოპარული ნივთი. მათ შორის ძვირფასეულობა, საათები და ელექტრონული ხელსაწყოები.