ანი გიუნტერი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დილის ეთერში წლებია, მუშაობს. ორი შვილი ჰყავს, მაგრამ ახერხებს, აქტიურად იყოს დაკავებული და შვილებსაც არ მოაკლოს ყურადღება.
ოთხი წლის წინ ტელეწამყვანი მეუღლეს კახა არაბიძეს დაშორდა, რომელმაც მალევე მოიყვანა ახალი ცოლი, რის გამოც ანი ინტერვიუებში ამბობდა, რომ დეპრესიაში იყო.
ანი გიუნტერს და კახა არაბიძეს ორი შვილი - მაშიკო და ლაზარე ჰყავთ. ცოტა ხნის წინ ანიმ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე შავი ზღვის სანაპიროდან ულამაზესი ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ტელეწამყვანი არაჩვეულებრივ დროს ატარებს, წონაშიც მკვეთრად დაიკლო და არაჩვეულებრივად გამოიყურება.
როგორც ცოტა ხნის წინ ანი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, დიეტაზეა და როგორც გამოიყურება, არის შედეგი ვიტამინების კოქტეილის, სწორი კვების, ნაკლები სტრესის და ბევრი პოზიტივის.
„ახლა საკმაოდ ბევრი კილოგრამი მაქვს მომატებული. კონკრეტულად არც ვიცი, რამდენი, მაგრამ დიდად არ განვიცდი. დიეტაზე არ ვარ, უბრალოდ თავს ვიკავებ გარკვეული საკვების მიღებისგან. ზედმეტი კილოგრამები ჩემთვის ტრაგედია არ არის“, - ამბობდა ანი.